21:47 | 2020-04-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ 31 კაცს ბრალი წარუდგინა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ქ.თ.-ს ძაღლი გადააგდო.

 

შედეგად, ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

 

სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს.

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა.

 

2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.

 

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა – ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

 

უწყების ცნობითვე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X