
ტელეწამყვანი თათია შარანგია 32 წლის გახდა. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ასაკის მატების მიუხედავად ბედნიერია.
„32 წლის გავხდი. რა ბედნიერებაა ასაკის მატება, როცა სულ უფრო მეტნი ხართ-ჩემები!! რამხელა ფუფუნებაა, რომ ჩემს ცხოვრებაში ხართ ასეთი ფერადები, ლამაზები, პოზიტიურები!!!
იმდენი ემოციაა თქვენი სიყვარულისგან გამოწვეული, რომ ბევრს არ და ვერ დავწერ! უბრალოდ მინდა ისე ვერ იტევდეთ სითბოს და აღმაფრენას როგორც მე ამ დღეს!!!
მადლობა, რომ არსებობთ! მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს და მადლობა ფორმულას რომელიც ასე ალამაზებს ჩემს ცხოვრებას!“, – წერს შარანგია.
ასევე ნახეთ: EXCLUSIVE: „ჩემი გამზრდელიც და ბიოლოგიური დედაც ჩემ გამო მოკლეს“ – კახელი ქალის სულის შემძვრელი ისტორია






















