14:55 | 2021-08-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

33 ხის სახლი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული, სრულად დაიწვა – ხანძარი საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო-კლარჯეთში

33 ხის სახლი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული, სრულად დაიწვა – ხანძარი საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო-კლარჯეთში

“ბოლო წუთი: ხანძრისგან გამოწვეული პანიკა ართვინში” – ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ტყის ხანძარმა ართვინში, სოფლის მოსახლეობა დააზარალა და 33 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

 

ართვინი საქართველოს ისტორიული მიწაა, ტაო-კლარჯეთში შემავალი რაიონი.

 

“ხანძარი, რომელიც გაჩნდა ართვინში სოფელ იინკულერში მდებარე სახლში და გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიებზე, მეხანძრეებმა ჩააქრეს. 33 ხის სახლი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული სრულად დაიწვა.

 

შეტყობინების მიღების შემდეგ იუსუფელის მუნიციპალიტეტის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი და ართვინის სატყეო სამმართველოს გუნდები სოფელში ცეცხლის ჩასაქრობად გაგზავნეს .

 

ამ დროისთვის, ხანძრის შედეგად 33 ხის სახლი გამოუსადეგარი გახდა. საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებული არ არის.

 

ხანძარი ართვინში, ტაო-კლარჯეთი.

 

 

ასევე ნახეთ: ეკლესიის ზარები რეკენ და მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდებენ – ტრაგედიის ადგილას, ვარიბობიში პანიკაა

 

 

გამგებელი: 33 სახლი ხანძრის გამო საცხოვრებლად გამოუსადეგარია

 

ართვინის გუბერნატორმა იილმაზ დორუქმა, ხელისუფლებასთან ერთად, ჩაატარა გამოძიება სოფელ იინკულერში, სადაც ხანძარი გაჩნდა. გუბერნატორმა დორუკმა განაცხადა, რომ ხანძარი სოფლის ნახევარს შეეხო და თქვა:

 

”ჩვენს სოფელში 33 სახლი გამოუსადეგარი გახდა. მობილიზებული იყო ჩვენი გუნდები და მოქალაქეები. შევძელით ხანძრის გავრცელების შეჩერება. ჩვენ ვისარგებლეთ AFAD-ის და ჩვენი სატყეო ორგანიზაციის გამანადგურებლებით და კერძო კომპანიების სამშენებლო ტექნიკით. სოფლის ნახევარი დაზარალდა ხანძართან ერთად .” – თქვა მან.

 

ართვინი – ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ართვინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭოროხის ნაპირზე, საქართველოს ისტორიულ მხარე ნიგალის ხეობაში, ბათუმიდან 50 კმ. მოსახლეობა 23 157 ადამიანი.

 

ხანძარი ართვინში, ტაო-კლარჯეთი.

 

ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული მხარეა, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს სახელწოდება ამ მხარეს ორი მნიშვნელოვანი თემის – ტაოსა და კლარჯეთის გამო ეწოდა, სინამდვილეში კი ის გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავს – შავშეთს, არტაანს, ერუშეთს, ფოცხოვს, თორთომს, ართვინს, არდაგანს…

 

ქართული უნიკალური ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან ცნობილია ტბეთის ტაძარი, რომელიც ართვინის რაიონში მდებარეობს, ახლა ის თურქეთის ტერიტორიაზეა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X