
რუსთავში ქურდობა მოხდა – ოჯახს ზამთრის მარაგისთვის გაკეთებული კომპოტები მოპარეს. ამ ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წაღებულია 35 ცალი 3 ლიტრიანი ქილა კომშისა და ატმის კომპოტი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე, სადარბაზოში სპეციალურად მოწყობილ საკუჭნაოში იყო შენახული.
კომპოტების მეპატრონე, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ 35 ცალი 3 ლიტრიანი ქილა ატმისა და კომშის კომპოტი მოპარეს.
„საკუჭნაოდან, რომელიც სადარბაზოში მაქვს, კომპოტები მომპარეს. სიმბოლურად ერთი ქილა დამიტოვეს, ეტყობა მთელი ზაფხული რომ ვიწვალე გემო მაინც გაუსინჯოსო. მოკლედ, იქნებ ქილები მაინც დააბრუნოს”, – აცხადებს კომპოტების მეპატრონე.






















