13:02 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

36 საავიაციო კომპანიიდან 18 ფრენებს უკვე აღადგინოს – ნათია თურნავა

36 საავიაციო კომპანიიდან 18 ფრენებს უკვე აღადგინოს – ნათია თურნავა

„36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, უკვე 18-თან წინასწარი შეთანხმება არის მიღწეული, რომ ისინი აღადგენენ ფრენებს“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად აღადგინონ ფრენები.

 

„მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკებები, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან.

 

ასევე, დაგაინტერესებთ: 

5 ფრენა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს შესრულდება
2020-05-085 ფრენა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს შესრულდება

 

36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, უკვე 18-თან წინასწარი შეთანხმება არის მიღწეული, რომ ისინი აღადგენენ ფრენებს.

 

რა თქმა უნდა ამას წინ უნდა უძღვოდეს ჩვენი დიპლომატიური არხების, ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება, უსაფრთხო კორიდორის პრინციპებზე.

 

რაც მთავარია ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X