01:25 | 2020-04-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

37 გრადუს ტემპერატურაზეც უკვე უნდა ინერვიულოთ – მარინა ენდელაძე

37 გრადუს ტემპერატურაზეც უკვე უნდა ინერვიულოთ – მარინა ენდელაძე

„37 გრადუსი ტემპერატურაც შეიძლება კორონავირუსის არსებობას მიანიშნებდეს“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

 

„თუ გაქვთ 37 სიცხე, უკვე უნდა ინერვიულოთ. მაგრამ არიან პაციენტები, ვისთვისაც 37 სიცხე ფიზიოლოგიაა და ადრეც ჰქონდათ 4-5 თვის წინ.

 

ძალიან ხშირად გვაკითხავდნენ ასეთი პაციენტები, რომელთაც აქვთ დაბალი სიცხეები, 37 და 37.5 გრადუსი.

 

შეიძლება სიცხე არ გქონდეს, მაგრამ გქონდეს მსუბუქი ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, იშვიათად, მაგრამ მაინც. დისკომფორტი, მუცლის ტკივილი.

 

რაღაც მსუბუქი სიმპტომატიკა მაინც უნდა იყოს და, ამ შემთხვევაში, კვლევას ექვემდებარება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 408 ადამიანი, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ამასთან გარდაიცვალა 4.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X