
ჯავახეთის ვულკანურ ქედზე 38 დღეში 1 115 მიწისძვრა მოხდა, – წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე და ეპიცენტრების რუკას აქვეყნებს.
„ეს არის ბოლო 1 თვისა და 8 დღის განმავლობაში ჯავახეთის ვულკანურ ქედზე მომხდარი 1 115 მიწისძვრის ეპიცენტრის რუკა. ორი გააქტიურებული კერაა ქედზე დმანისთან და სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს. ფერები მაგნიტუდის მიხედვითაა. პატარა მიწისძვრებია“, – ვკითხულობთ სეისმოლოგის ფეისბუკ-პოსტში.























