
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბავშვების დაავადების რაოდენობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ პროცენტად ითვლება.
„ეს შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
სულ სხვა პოზიცია აქვს პაატა იმნაძეს. მისი თქმით, სტატისტიკაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ბავშვებთან დაკავშირებით ჯერჯერობით სტატისტიკაზე ლაპარაკი ნაადრევია მაშინ, როდესაც შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის ქვეყანაში. ჯერჯერობით ბავშვები ისევ რჩებიან დაბალი რისკის მქონეებად, რომლებშიც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგან მათ მსუბუქად გადააქვთ ვირუსი, თუმცა შეიძლება წარმოადგენდნენ წყაროს სხვებისთვის“, – განმარტავს იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა.






















