23:41 | 2020-04-18 ავტორი: ალექსი ქამადაძე

388 ინფიცირებული, 86 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილი – სტატისტიკა დღის ბოლოს

388 ინფიცირებული, 86 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილი – სტატისტიკა დღის ბოლოს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მეოთხე პაციენტის გარდაცვალება 18 აპრილს, 21:50 წუთზე დაფიქსირდა, ამის შესახებ ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა განაცხადა.

 

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობა, დღის ბოლოს მხოლოდ 3 ახალი ინფიცირებული დაემატა, თუმცა, სამწუხაროდ გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი.

 

დღის ბოლოს მონაცემები ასე გამოიყურება:

 

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 388 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

 

მათ შორის, 86 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ასევე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519​ ადამიანი იმყოფება.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

კარანტინის რეჟიმში კი 4971 მოქალაქეა.

 

გაეცანით და გაითვალისწინეთ რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X