18:00 | 2021-08-31 ავტორი: Prime Time

„4-5 ბალიანი შტორმი, წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები“- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

„4-5 ბალიანი შტორმი, წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები“- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

 

„2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.

 

ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X