
თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 4 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში სულ 86,306 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 2,017 გარდაიცვალა, ხოლო 11,976 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
worldometers-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, თურქეთმა ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. ჩინეთში კი, ბოლო სამი კვირაა, მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის, ჩინეთში 82,735 ინფიცირებულია.
ამასთან, ჩინეთში, რამდენიმე დღეა გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, უხანში კი, რომელიც კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრია, შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.






















