00:26 | 2021-07-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

4 ივლისი გეომაგნიტური დღეა – ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივლისი გეომაგნიტური დღეა – ასტროლოგიური პროგნოზი

მიხეილ ცაგარელის 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

 

ვერძი – ნაკლებად იღბლიანი დღეა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. არ ღირს მასობრივი თავშეყრის ადგილების სტუმრობა, რადგან მაღალია კონფლიქტებში ჩაბმის და დაპირისპირებების ალბათობა.

 

კურო – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც ვერ იგრძნოთ თავს იდეალურად, რადგან უმნიშვნელო წვრილმანები გაგაღიზიანებთ და გაგიფუჭებთ განწყობას. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას და საქმის გარჩევას.

 

ტყუპები – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. აკონტროლეთ ფინანსები, რადგან მოულოდნელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. არაა გამორიცხული სწრაფად მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა გეგმების შეცვლა და ახალ რეალობას მორგება გაიძულოთ.

 

კირჩხიბი – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ სხვა ნიშნების ფონზე თქვენ ყველაზე მეტად გაგიმართლებთ, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და რამდენიმე საქმეს ერთდროულად კეთება. კარგი პერიოდია დისციპლინის, ინტუიციის, შეუპოვრობის გამოსავლენად და დიდი ხნის იდეების განსახორციელებლად. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, თუმცა შესაძლოა სწორედ მოჭარბებული ენერგია იქცეს აგრესიის, მოუთმენლობის და სულსწრაფობის მიზეზად, რაც უსიამოვნებებს შეგიქმნით ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას.

 

ლომი – სწორედ ამ კვირიდან იწყება ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კონკურენტების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი საქმეების შეფერხებას. არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და არაორდინალურად მოქმედება გაიძულოთ. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით.

 

ქალწული – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მაინც არ ღირს ხალხის მასებთან ინტენსიურად ურთიერთობა, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. არაა გამორიცხული უნდობლობამ და ეჭვიანობამ არ მოგცემთ ახლობლებთან საერთო ენის მოძიების საშუალება.

 

სასწორი – მეტად მძიმე კვირაა. მართალია, შეძლებთ რთული საკითხების მოგვარებას, მაგრამ მოგიწევთ ორმაგი დროისა და ენერგიის დახარჯვა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა.  მოერიდეთ კონფლიქტს გარშემომყოფებთან, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობისას, რადგან არაა გამორიცხული კამათი და ზედმეტი პრეტენზიულობა სამუდამოდ დაშორების მიზეზი გახდეს. ნუ ეცდებით თავი დააღწიოთ ვალდებულებებს და ძველ ვალებს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ მათი გასტუმრება.

 

მორიელი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. მთავარია, მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. ეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი თავი, არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ სასურველი მიზნის მიღწევა, რაც პრობლემებს შეგიქმნით გარშემომყოფებთან ურთიერთობაში და ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე.

 

მშვილდოსანი – საკმაოდ პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული სასიყვარულო პარტნიორთან ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათმა სამუდამოდ დაშორების გადაწყვეტილება მიგაღებინოთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საეჭვო გარიგებებს.

 

თხის რქა – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ სწორედ მოჭარბებული ენერგია იქცევა აგრესიის მიზეზად, რაც სერიოზულად დაძაბავს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საქმიანი პარტნიორების მიმართ და ოფიციალური ხელშეკრულებების გაფორმებისას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ დაშვებული შეცდომის გამოსწორება.

 

მერწყული – რთული, მეტად კონფლიქტური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არაა გამორიცხული გაცივდეთ ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. არ ღირს ვნებებს და ცდუნებებს აყოლა, ზედმეტად გაჯიუტება და გარშემომყოფებთან გაჯიბრება, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტში ჩაებმებით და ურთიერთობას გაიფუჭებთ ახლობლებთან.

 

თევზები –  საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მაინც ვერ დასძლევთ ცდუნებას, რაც მეტად საეჭვო გარიგებაში ჩაბმას გაიძულებთ. არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან, რაც ურთიერთობის გადახედვას და რადიკალური ზომების მიღებას გაიძულებთ.

 

გეომაგნიტური დღე-  4 ივლისი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X