22:54 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

4 ყველაზე იაფი დიეტა, რომელიც რეალურად მუშაობს

4 ყველაზე იაფი დიეტა, რომელიც რეალურად მუშაობს

დიეტოლოგები, კოსმეტოლოგები და ფიტნეს გურუები უსირცხვილოდ მდიდრდებიან გახდომის მსურველთა ხარჯზე. სინამდვილეში, ეფექტიანი დიეტა არ უნდა იყოს ძვირი. ამიტომ, თქვენთვის შევაგროვეთ სუპერ იაფი დიეტის რამდენიმე ვარიანტი და როგორც სპეციალისტები ამბობენ, მშვენივრად მუშაობს.

 

კარტოფილის დიეტა

 

ყველა დიეტაში კარტოფილის მოხმარება მკაცრად რეგულირდება, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი და იაფი დიეტა მთლიანად კარტოფილის კერძებისგან შედგება. როგორ? სინამდვილეში, ახალი კარტოფილი ძალიან ჯანსაღია და რეალურად დაგეხმარებათ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლებაში. ნუ ელოდებით მისგან სასწაულს, მინუს 10 კგ-ის სახით, თუმცა, ზედმეტი 3-5 კგ ნამდვილად წავა, თუ წესებს დაიცავთ.

 

კარტოფილის დიეტა არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებულთათვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
ამ დაბალბიუჯეტიანი დიეტის დროს აუცილებელია ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსების ჩართვა.
ხანგრძლივობა 3-დან 14 დღემდე.

 

იაფი დიეტის მენიუ ძალიან მარტივია: ღუმელში გამომცხვარი ახალი კარტოფილი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად, მიირთვით  დღის განმავლობაში, საღამოს 6 საათამდე. არ დაუმატოთ სანელებლები, მარილი და ზეთი. არ დაივიწყოთ ვიტამინები და მინერალები, ასევე დიდი რაოდენობით წყალი. თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ, გაუძლოთ დიეტის 2 კვირას, მაშინ ბოლო 4 დღის განმავლობაში ნებადართულია, დაამატოთ ცოტა მარილი და ზეითუნის ზეთი ან ძმარი.
ბუნებრივია, ვარჯიში დიეტის დროს წონის დაკლების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

 

კეფირის დიეტა

 

ამ მსუბუქ, იაფ დიეტას აქვს უმნიშვნელო ნიუანსი. ის არ არის რეკომენდებული თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების, აგრეთვე მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.

ხანგრძლივობა – 3-დან 9 დღემდეა და შეგიძლიათ დაიკლოთ წონა დაახლოებით 3-6 კგ-ით.
იაფი ცილოვანი დიეტის დროს 1.5 ლიტრი უცხიმო კეფირი უნდა გაყო 3 თანაბარ ნაწილად და მიიღოთ დღის განმავლობაში, მკაცრად 19:00 საათამდე. თუ ეს არის 9 დღიანი დიეტა, მაშინ კეფირი გამოიყენება პირველი სამი დღის განმავლობაში, მომდევნო სამი დღის განმავლობაში შგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ხოლო საბოლოო ეტაპი ისევ კეფირია.
სპორტული აქტივობები იქნება ძალიან ეფექტიანი, თუ დაიცავთ ასეთ ბიუჯეტურ დიეტას.

 

 

წიწიბურას დიეტა

 

 

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დიეტა. გარდა 10 კგ დაკლებული წონისა, თქვენ ასევე იგრძნობთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ამ დიეტის კლასიკური მენიუ არის 1 ჭიქა წიწიბურა, ადუღებული წყალში, სანელებლების გარეშე. თუ ფიქრობთ, რომ ეს ულუფა არ იქნება საკმარისი მთელი დღის განმავლობაში, მოამზადეთ ოდნავ უფრო დიდი რაოდენობა. პრინციპი მარტივია, მაგრამ ამავე დროს, ყველას არ შეუძლია გაუძლოს ასეთ გამოცდას.
მოხარშული წიწიბურა უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში, მკაცრად 18:00 საათამდე. ბუნებრივია, თქვენ უნდა დალიოთ ბევრი წყალი ან მწვანე ჩაი, უშაქროდ, რათა დეჰიდრატაციისგან დაიცვათ თავი. პრინციპში, წიწიბურას შეიძლება დაემატოს 150 გრამამდე ჩირი. ეს არანაირად არ იმოქმედებს დიეტის ეფექტიანობაზე.
დიეტა გრძელდება 3-დან 14 დღემდე.

 

ბრინჯის დიეტა

 

ეს სწრაფი და იაფი დიეტა გაგახარებთ მრავალფეროვანი მენიუთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც რჩება ძალიან მკაცრ დიეტად.

 

ხანგრძლივობა – 9 დღე, წონის დაკლება – 3 კგ-დან.
ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული; უმჯობესია, სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი გასეირნება.
მნიშვნელოვანია, რომ დალიოთ ბევრი წყალი ამ მარტივი, იაფი დიეტის დროს.
პირველი სამი დღის განმავლობაში მთელი მენიუ შედგება ბრინჯისგან, ყოველგვარი სანელებლების გარეშე. ნებადართულია მხოლოდ ცოტა სოიოს სოუსი, თუ მასზე ალერგიული არ ხართ. მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ბრინჯს შეიძლება დაამატოთ ქათმის მოხარშული მკერდი. ბუნებრივია, ყოველგვარი სანელებლების გარეშე, მცირე რაოდენობის სოიოს სოუსის გარდა. დიეტის ბოლო სამი დღის განმავლობაში საუზმეზე დაშვებულია მხოლოდ ვაშლი.

ავტორი: Prime Time

X