
ხვალიდან, 4 მაისიდან სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50-დან 100-მდე გაიზარდა გაიხსნება მაღაზიები, რესტორნები, ბარები, მოიხსნება შეზღუდვა გადაადგილებაზე.
დახურული დარჩება სავაჭრო ცენტრები, ბაზრები და სასწავლო დაწესებულებები.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 2 386 შემთხვევა დაფიქსირდა, 35 პაციენტი კი გარდაიცვალა.






















