20:24 | 2020-11-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

4 მეტროსადგური, სადაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება

4 მეტროსადგური, სადაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება

დედაქალაქის მერია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

 

მათივე ინფორმაციით, გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით.

 

რამდენად იყიდით ხვალ დოლარს -უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 ნოემბრისთვის
2020-11-05რამდენად იყიდით ხვალ დოლარს -უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 ნოემბრისთვის

 

„ამ ეტაპზე, ღონისძიებების განხორციელება იგეგმება „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურებზე. მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს.

 

როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება.

 

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X