
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პანდემიასთან გადაკვშირებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ორშაბათიდან, 11 მაისიდან დაიწყება.
11 მაისიდან გაიხსნება თბილისი;
11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა;
14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი;
18 მაისიდან გაიხსნება მარნეული;
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად, კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა, რაც შეიძლება მოკლე დროში მოიხსნას.






















