11:57 | 2021-09-11 ავტორი: Prime Time

40 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება – რეანიმაციაში 22 კოვიდინფიცირებული ბავშვია

40 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება – რეანიმაციაში 22 კოვიდინფიცირებული ბავშვია

რეანიმაციაში 22 პაციენტი წევს, ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.

 

სიკვდილმა გაგვიტანა საბედისწერო გოლი... - თამუნა თანდაშვილი
2021-09-11სიკვდილმა გაგვიტანა საბედისწერო გოლი... - თამუნა თანდაშვილი

 

„40 დღის ჩვილი ისევ მართვით სუნთქვაზეა. პარამეტრებს ვამცირებთ და ვცდილობთ, რომ მართვითი სუნთქვიდან მოიხსნას. რეანიმაციაში 22 პაციენტი წევს. მათ შორის ეს არის ყველაზე მძიმე. არიან ასევე ბავშვთა ცერებრული დამბლით 2 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

 

ერთი ჟანგბადდამოკიდებულია. ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და უკვე მოხსნილია. ასევე გვყავს ახალშობილები, უკვე 18 და 17 დღის. 14 და 15 დღის იყვნენ როდესაც შემოვიდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია. აღარ აქვთ ცხელება და მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X