10:44 | 2021-02-07 ავტორი: Prime Time

404 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი – 7 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე

404 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი – 7 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე

საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 14 პაციენტი კი, გრადაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95% ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო 7 დღის – 3,64%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 024 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 253 614- გამოჯანმრთელდა, 3 283 კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 450, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 294 პირი.

 

ამასთან, 6 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 569 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: Prime Time

X