
თსსუ-ის პირველ სამედიცინო კლინიკაში შუახნის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, ის კორონავირუსით ინფიცირებულია.
„42 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ არის შემოსული ჩვენს კლინიკაში, დადასტურებულია კოვიდ ინფექცია, პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციაში, ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკა გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებისა, ნებისმიერ წამს შესაძლებელია პაციენტი გადაყვანილ იქნას აპარატზე“ – განაცხადა ლევან რატიანმა.
გარდა ამისა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმეა 67 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც ასევე, კორონავირუსით ინფიცირებულია.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა.
- დღეს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















