
უბედური შემთხვევის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გონიოშო 45 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შეშის ღუმელს ანთებდა, რა დროსაც ბენზინი გადაესხა და ცეცხლი წაეკიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში “პრაიმტაიმს” უთხრეს, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა, დაშავებული კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეა. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვითხრეს, მამაკაცს სხეული სხვადასხვა ნაწილის დამწვრობა აქვს.
„დამწვრობა აქვს სახეზე, ხელის მტევანზე, თუმც მძიმე არა. კონტაქტურია, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, უტარდება შესაბამისი მკურნალობა”- აცხადებენ კლინიკაში.
“პრაიმტაიმი” დეტალებს,შს,სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























