16:44 | 2021-08-20 ავტორი: Prime Time

47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ტყუპის დედა გახდა (+PHOTO)

47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ტყუპის დედა გახდა (+PHOTO)

“47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა”,- ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “ბომონდი” ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

 

 

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X