
საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10225-ს შეადგენს.
აქედან გამოჯანმრთელებულია 5553 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. ასევე, დღეს გარდაიცვალა 3 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.























