21:56 | 2021-06-15 ავტორი: Prime Time

48 ღამე ვათენე მისთვის – ლევან რატიანი პირველ პაციენტსა და პედიატრ მეუღლეზე

48 ღამე ვათენე მისთვის – ლევან რატიანი პირველ პაციენტსა და პედიატრ მეუღლეზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგე, ახლა უკვე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა “ექიმების“ წამყვანი ლევან რატიანი, მცირეწლოვანი შვილების მამაა, მას სამი პატარა ბიჭი ჰყავს. მეუღლე – პედიატრი გვანცა ჯანიგაშვილია. ლევანის დიდი და პირველი სიყვარული, ოჯახის მფარველი ანგელოზი, რადგან სწორედ მას და მის მოთმინებას უმადლის ქმარი ოჯახურ ბედნიერებას.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც კორონავირუსითან მებრძოლმა ექიმმა თვეების წინ “სარკესთან“ ჩაწერა.

 

 

– გახსოვთ პირველი პაციენტი, რომელიც გადაარჩინეთ?

 

 

– როგორ არ მახსოვს, ჩემი საუკეთესო მეგობარია! 14 წლის წინანდელი ამბავია. ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ბევრი ჭრილობა ჰქონდა, თითქმის ყველა ორგანოს დაზიანებით.

 

48 დღე რეანიმაციიდან არ გამოვსულვარ. მაშინ ექთანი ვიყავი. სულ ვამბობ, ჩემი პირველი შვილია-მეთქი. რეანიმაციაში პირველი, რაც პაციენტს სჭირდება, რომ გადარჩეს, მისი მოვლაა. 48 ღამე ვათენე მისთვის. გამოვიდოდი, წყალს გადავივლებდი და უკან ვბრუნდებოდი. ახლა მისი შვილის ნათლია ვარ.

 

 

– როგორია თქვენი და თქვენი პედიატრი მეუღლის სიყვარულის ამბავი?

 

 

– არასოდეს მჯეროდა სიყვარულის. სულ ვფიქრობდი, რომ ცოლი მაშინ უნდა მომეყვანა, როდესაც გავაკეთებდი სადოქტოროს, გავხდებოდი ექიმი, მაგრამ გვანცა სრულიად შემთხვევით გავიცანი.

 

სასწრაფოში ვმუშაობდით და ორივენი უმცროსი ექიმები ვიყავით. სხვა ფილიალში უნდა გადავსულიყავი, მაგრამ გვანცა შემხვდა. ჩემკენ შემოვატრიალე, რაც არ მჩვეოდა.

 

უკნიდან დავინახე, ხელი მოვკიდე, შემოვატრიალე და ვკითხე, რა გქვია-მეთქი. ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო. 4 თვე ვიარეთ შეყვარებულებივით და მერე დავქორწინდით.

 

 

– რატომ არ გჯეროდათ სიყვარულის?

 

მართლაც ღმერთი ხართ დედამიწაზე - ადამიანების ისტორიები, რომლებიც ლევან რატიანს ჯადოქარს და ღმერთს უწოდებენ
2021-04-02მართლაც ღმერთი ხართ დედამიწაზე - ადამიანების ისტორიები, რომლებიც ლევან რატიანს ჯადოქარს და ღმერთს უწოდებენ

– სიყვარულის – კი, მაგრამ ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა. არ მეგონა, რომ ვნახავდი ვინმეს და მაშინვე შემიყვარდებოდა. გვანცა კი სწორედ ერთი ნახვით შემიყვარდა.

 

გვანცას ჰყავდა პოლიციელი მამა, რომელსაც მორიგეობის დროს მოჰყავდა და უკან მიჰყავდა. ერთ დღეს ჩავუჯექი მანქანაში და ვუთხარი, შენი შვილი მიყვარს და მინდა, ჩემი ცოლი გახდეს-მეთქი. გაოგნდა ჩემი გამბედაობით.

 

ისიც სამი შვილის მამა იყო, ოღონდ გოგონების და გვანცა განსაკუთრებით უყვარდა. სამწუხაროდ, გვანცას მამა გარდაცვლილია. საოცარი მამაშვილობა ჰქონდათ. ჩვენ წინააღმდეგ არ წავიდა და მალე დავქორწინდით.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X