
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5128 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.43%-ს შეადგენს. 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 9.63%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 10.52%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 466 326 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 412 420, გარდაიცვალა 6 279 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓























