00:57 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

„მან ინფიცირებულს ფული გამოართვა“ – რას ამბობს კორონავირუსით ახალი დაინფიცირებული

„მან ინფიცირებულს ფული გამოართვა“ – რას ამბობს კორონავირუსით ახალი დაინფიცირებული

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, 10 მარტის საღამოს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევებიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული ვარაუდობს, რომ ვირუსი ფულის გამორთმევის დროს გადაედო.

 

ჟურნალისტებთან საუბარში ცერცვაძე ამბობს, რომ ამ დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა უკვე ინფიცირებულ პირთან, რომელსაც გამოართვა ფული.

 

იგი ჩვენს საავადმყოფოში წევს და იყო კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ადამიანთან [პაციენტი #5-თან], ვისგანაც კიდევ სამი დასნებოვნდა. ორი ოჯახი იყო იტალიაში და მათგან ერთ-ერთის წარმომადგენელი არის პაციენტი #5. ახალი ინფიცირებული ამბობს, რომ რაღაც სამუშაო შეასრულა, რაშიც ფული აიღო და ვარაუდობს, რომ ამით გადაედო. ეს ზუსტად არავინ იცის“.

 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46 პაციენტია.

 

აქამდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე – 29 თებერვალს, მეოთხე – 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა.

ავტორი: Prime Time

X