13:22 | 2021-07-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„5 ადამიანი თბილისის ცენტრში თავს დამესხა…“ – ნახეთ, რა ვიდეო გაავრცელა გარდაცვალებამდე აზერბაიჯანელმა ბლოგერმა

„5 ადამიანი თბილისის ცენტრში თავს დამესხა…“ – ნახეთ, რა ვიდეო გაავრცელა გარდაცვალებამდე აზერბაიჯანელმა ბლოგერმა

აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ჰუსეინ ბაკიხანოვმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე youtube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

„დღეს 12 ივლისია, 2021 წელი. მე ჰუსეინ ბაკიხანოვი ვარ. დღეს 5 ადამიანი თბილისის ცენტრში თავს დამესხა. ვვარაუდობ, რომ ეს აზერბაიჯანის მთავრობის დაკვეთა იყო. დარწმუნებული არ ვარ, თუმცა არ მჯერა, რომ ეს შემთხვევითობა იყო.

 

100 დოლარი ყოველ ახლადაცრილ მოქალაქეს  - ბაიდენის ინიციატივა
2021-07-30100 დოლარი ყოველ ახლადაცრილ მოქალაქეს - ბაიდენის ინიციატივა

 

ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ გავიცანი, დღეს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, შემდეგ კი – თავს დამესხნენ.

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, რადგან მაქვს დაზიანებები სხეულზე. ეს შემთხვევითობა არაა, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის მხრიდანაა მოწყობილი“, – ამბობს ბაკიხანოვი ვიდეოში.

 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.

 

შსს-ს თქმით, 14 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე
2021-07-30კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე
  
ჩვენი მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული - მიხეილ ჩხენკელი
2021-07-30ჩვენი მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული - მიხეილ ჩხენკელი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X