22:25 | 2021-08-20 ავტორი: Prime Time

5 დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა სახლში დაბრუნდა

5 დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა სახლში დაბრუნდა

მამაკაცი რომელსაც ახლობლები 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, სახლში დაბრუნდა.

საუბარია 20 წლის ნოდარ თამარიანზე, რომელიც ვარშავიდან საქართველოში 12 აგვისტოს ჩამოფრინდა, მეორედ დღეს კი მისი კვალი გაქრა.

 

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენის ჯანმრთელობა უვნებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნოდარ თამარიანი არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა მისი გაუჩინარების მიზეზი.

ავტორი: Prime Time

X