08:15 | 2021-11-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

5 დღის წინ ვნახე, ყოველ წამს მძიმდება, ხომ ხვდებით, რომ ნივთიერებები აკლდება – თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე

5 დღის წინ ვნახე, ყოველ წამს მძიმდება, ხომ ხვდებით, რომ ნივთიერებები აკლდება – თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე

​​პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით, კონკრეტულად, ვერაფრის თქმა შეიძლება, ამტკიცებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგრძნობლად მძიმეა და ამაზე კონსილიუმის მიერ დადებული დასკვნაც მიუთითებს.

 

პარლამენტის წევრი და პარტია “კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად, მაგრამ მძიმედ გადაადგილდებოდა და ეს გამოკვეთილად ჩანდა.

 

„დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, მეც რომ ვნახე, მაგრამ მძიმედ გადაადგილდებოდა, ეს იყო გამოკვეთილი. მე, იცით თქვენ, არ მიყვარს გადამეტებით საუბარი, მე ხომ არ გეუბნებით, რომ ვნახე, მეხსიერების პრობლემები ჰქონდა?! გადაადგილება შეეძლო, მაგრამ ძალიან მძიმედ და ამიტომაც დავხედე, რომ რაღაცნაირად, უცნაურად, მძიმედ მოძრაობდა, შენელებული მოძრაობა იყო. 5 დღის წინ ვნახე. ყოველ წამს მძიმდება. ხომ ხვდებით, რომ ნივთიერებები აკლდება“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

გამთენიისას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები მიიტანეს
2021-11-09გამთენიისას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები მიიტანეს

 

როგორც პოლიტიკოსი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ კონსილიუმის დასკვნაც კი იმაზე მეტყველებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად შეიძლება დამძიმდეს.

 

“არ ვიცი, რას მოელიან ადამიანები, ის ვერ უნდა დგებოდეს, თუ როგორ უნდა იყოს? ახლა მისი მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც არის. კონსილიუმისვე დასკვნა არის, რომ მისი მდგომარეობა შეიძლება კრიტიკულად დამძიმდეს ნებისმიერ მომენტში. გლდანში გადაყვანის საბაბადაც ეს მოიყვანეს,” – ამბობს გივი თარგამაძე.

 

გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები რომელიც, მათი ინფორმაციით, სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზებისთვის ემზადება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X