
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ჩინეთის ხელისუფლება განაგრძობს ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას.
მათ შორის შეზღუდვები მოიხსნა სასწავლო დაწესებულებებზეც.
76-დღიანი კარანტინის შემდეგ, ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, 6 მაისს პირველად გაიხსნა სკოლები.
როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მოსწავლეს საკლასო ოთახში შესვლამდე დეზინფექციას უტარებენ და ასე ვთქვათ, ეს პროცესი 5-ეტაპიანია.
საქართველოში სასწავლო პროცესის აღდგენა სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. თუ პანდემია სექტემბრამდე გაგრძელდა, შესაძლოა ასეთი სადეზინფექციო პროცესი ჩვენს სკოლებშიც გახდეს საჭირო და ეს ერთგვარი რეკომენდაციაც კი იყოს.






















