12:28 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

5 ფრენა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს შესრულდება

5 ფრენა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს შესრულდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განისაზღვრა დამატებითი სპეცრეისების ჩამონათვალი, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში მოქალაქეების დაბრუნებისთვისაა განკუთვნილი.

 

დაგეგმილი ფრენების გრაფიკი ასეთია:

 

  • 12 მაისი – თბილისი-ლონდონი

 

  • 15 მაისი – თბილისი-ამსტერდამი (ისარგებლებენ მხოლოდ ამერიკიდან წამოსული საქართველოს მოქალაქეები)

 

  • 18 მაისი – თბილისი- ლარნაკა

 

  • 20 მაისი – თბილისი – ათენი

 

  • 22 მაისი – თბილისი-რომი

 

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში 10 ათასი მოქალაქე დაბრუნდა. მინისტრის თქმით, პანდემიის გავრცელებისთანავე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განისაზღვრა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ზრუნა და მათი ეტაპობრივი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში. მოქალაქეების დაბრუნება ხორციელდება საჰაერო სახმელეთო და საზღვაო გზებით.

ავტორი: Prime Time

X