
რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ხანძარი 15 აპრილის ღამეს სოფელ ბიზოვოში მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. ოჯახში 7 შვილი ჰყავდათ.
გადარჩენილი ორი ბავშვი დედასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს.






















