
ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო ბიზნესი აღდგება. ამის შესხებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნებართვის მიღების შემდეგ საქმიანობას შეძლებს ყველა ის კომპანია, რომელსაც სამშენებლო ბიზნესთან შეხება აქვს.
„5 მაისიდან გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რათა მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიებმა.
ასევე ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებული არის სამშენებლო მასალის წარმოებით
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე ჩამოყალიბებული სპეციალური გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას და მინდა თითოეული კომპანიის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, პასუხისმგებლობით მოეპყრან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში 21 მარტიდან შეზღუდვებია.
ჩაკეტილია ოთხი დიდი ქალაქის შესასვლელი.
მოქმედებს კომენდანტის საათი. დახურულია სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჯამში, კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-ია
კარანტინის რეჟიმში – 5260
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3






















