
კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე აცხადებს.
„მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი.
დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს, მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული.
ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ.
ცნობისთვის, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.
რა ხდება ქვეყანაში – ძალიან მოკლედ
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















