
მსოფლიო ახლა კორონავირუსს ებრძვის, რომელსაც ყოველდღე ახალი სიმტომები ახასიათებს, ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გამონაყარიც გაუჩნდათ.
უფრო დეტალურად ამის შესახებ, კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე გვესაუბრება.
– ესპანეთში ჩატარებული ბოლო კვლევით (რომელიც კლინიკა კანს ექსკლუზიურად უცხოელმა პარტიორმა დერგმატოლოგებმა გაუზიარა) დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში ხუთი ტიპის გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსზე.
• ასიმეტრიული ფორმის, მოწითალო-მოლურჯო ფერის ლაქები, ძირითადად ლოკალიზებული ტერფსა და მტევანზე, შესაძლო თანხმლები ტკივილისა ქავილის შეგრძნებით. აღნიშნული სიმპტომები ძირითადად გამოვლინდა კორონა ვირუსით დაინფიცირებულ 19%,-ში და მოიცავდა ახალგაზრდა კონტიგენტს.
• მცირე და საშუალო ზომის წყლულოვანი ელემენტები, ლოკალიზებული სხეულისა და კიდურების არეში გამოვლენილი ასევე Covid 19-ით ინფიცირებულთა 9%-ში, კვლავ ახალგაზრდა კონტიგენტში.
• ურტიკარიული, ჭინჭრის ციებისთვის დამხასიათებელია თთრი ან ვარდისფერი ელემენტები თანხმლები ქავილით, გამოვლენილი 19%-ში.
• მაკულო-პაპულოზორული (ლაქისა და მკვირი კონსისტენციის კვანძის ერთობლიობა) რომელიც აღენიშნებოდა 47%-ში, აღსანიშნავია რომ ამსახის გამონაყარი აღენიშნებოდა Covid-19-ის გართულებული სიმპტომების მქონე პაციენტებს.
• ლივედო (მოწითალო-მოლურჯო ფერის სისხლძარღვოვანი ქსელი) ძირითადად ხანდაზმულ Covid-19-ის გართულებული სიმპტომების მქონე პაციენტების საერთო ინიფიცირებულთან 6%-ში.
თითოეული ტიპის გამონაყარი გრძელდებოდა 10-14 დღის ხანგრძლივობით, გამოიყენებოდა სიმპტომური ადგილობრივი თერაპია ან აღენიშნებოდა თვით გამოჯანმრთელება.
– გამონაყარი შესაძლოა იყოს კორონავირუსის ნიშანი?
– კანზე არსებული ზემოთ აღნიშნული სიმპტომები აღენიშნებოდათ უკვე კორონა ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს რომელთაც გამოვლენილი ქონდათ, რესპირატორული (სასუნთქი სისტემების) სიმპტომები, შესაბამისად ვერ გამოვიყენებთ, როგორც ძირითად სადიაგნოსტიკო მეთოდს, თუმცა პაციენტებს რომელთაც გამორჩათ ტემპერატურული რექცია და სხვა Covid-19 ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და კანზე არსებული ცვლილებებით მიმართა დერმატოლოგს შესაძლოა არსებული ნიშნებით ეჭვი შევიტანოთ ვირუსის არსებობაში და პაციენტი გადავამისამართოთ შესაბამის დაწესებულებაში.
– ბოლო პერიოდში ბევრ ადამიანს აწუხებს გამონაყარი კანზე, რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული?
–დღესდღეობით არსებობს Covid-19-ით გამოწვეული ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების 3 ძირითადი გზა, ეს არის: სპირტის შემცველი ანტიბაქტერიული გარეგანი გამოყენების საშუალებები, ნიღაბი (დამზადებული ხელოვნური ბოჭკოსგან) და ხელთათმანი (დამზადებული რეზინის ან ლატექსის მასალისგან) შესაძლოა გახდეს კანზე სხვადასხვა სახის გაღიზიანების მიზეზი. (სიმშრალე,სხვადასხვა ზომის ნაპრალი,ჰიპერემია-სიწითლე, წვისა და ქავილის შეგრზნება. ზემოთ აღნიშნულ ვირუსისგან დამცავმა საშუალებებმა, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს უკვე არსებული კანის ქრონიკული დაავადებების გამწვავება (ეგზემა ფსორიაზი და სხვა)
– ერთ-ერთი ექიმის თქმით, რეკომენდირებული არაა ახლა ხელზე მალამოს წასმა, რატომ?
– მალამოს კრემისგან გასხვავებით ზედმეტად ცხიმიანი ტექსტურა აქვს, შესაბამისად ცხიმოვანი მასა შესაძლოა გახდეს ვირუსის კანზე ფიქსაციის მიზეზი, მაგრამ იმ პაციენტებში, რომელთაც კანის ძლიერი სიმშრალე ახასიათებთ, მალამოს გამოყენება ნებადართულია, რადგან მშრალი კანის მიერ ადეკვატური აბსორბციის შემდეგ არ იქმნება ზედმეტი ტენიანობა კანზე, ცხიმოვანი ფენის სახით.






















