17:06 | 2020-04-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

5 წლის ქრისტინეს, მეტსახელად „ლუღის“, ის ნივთები მიუტანეს, რომელზეც ოცნებობდა (ვიდეო)

5 წლის ქრისტინეს, მეტსახელად „ლუღის“, ის ნივთები მიუტანეს, რომელზეც ოცნებობდა (ვიდეო)

5 წლის ქრისტინე ფანჩივაძეს სამეგრელოს გუბერნატორმა ის ნივთები აჩუქა, რომელზეც გოგონა ოცნებობდა. ქრისტინე სოციალურ ქსელში „ლუღის“ სახელით გახდა ცნობილი.

 

ალექსანდრე მოწერელიამ პირადი სახსრებით ქრისტინა ფანჩვიძეს პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა.

 

მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა.

 

Image may contain: 1 person, sitting, child and outdoor

 

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ქრისტინას ვიდეოს შესახებ მისი უმცროსი ქალიშვილისგან გაიგო.

 

„წუხელ ჩემი უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ქრისტინას თანატოლია დამიკავშირდა და მითხრა, ამ ვიდეოს შესახებ, დღეს შევეცადე ყველა ის ოცნება რაც ქრისტინას ჰქონდა ამეხდინა“ – განაცხადა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

Image may contain: indoor

 

ალექსანდრე მოწერელია სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის მშენებლობაში დახმარებას, ხოლო ქრისტინას მამას დასაქმებას დაჰპირდა.

 

 

დედა ყველაზე მეტად მენატრება - 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე
2020-04-08დედა ყველაზე მეტად მენატრება - 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე

 

5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში მამასთან, ბებიასთან და მამიდასთან ერთად ცხოვრობს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თეონა ყაჭიური

X