
ათენში 50 წლის დამლაგებელი ქალი სახლში გამოკეტეს, გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ ქალს ნეკნები აქვს ჩამტვრეული.
შემთხვევა შაბათს, იმ დროს მოხდა, როდესაც 50 წლის ქალბატონი სამსახურში ჩვეულ რეჟიმში მივიდა. ის აღნიშნულ კორპუსს ალაგებდა. სწორედ იმ დროს, როცა ლიფტიდან გამოვიდა, გვერდითა ბინაში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელიც როგორც ირკვევა, ბულგარეთიდანაა, ის სახლში შეიყვანა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სცემა და გააუპატიურა.
ქალი რამდენიმე საათის მანძილზე იყო სახლში გამოკეტილი, შემდეგ კი შეძლო იქიდან თავის დაღწევა და დახმარების თხოვნა.
დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, მას ბერძენი სამართალდამცველები ეძებენ.
წყარო: georgians.gr























