
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 758-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 097 პირს დაუდასტურდა, 2 331 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 29 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 514 შემთხვევა გამოვლინდა, 2 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.
ავტორი: მირანდა ტყემალაძე






















