00:41 | 2020-12-08 ავტორი: Prime Time

52 წელი სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა… – ვინ არის 94 წლის მასწავლებელი, რომელიც ახლა ქალაქს ასუფთავებს

52 წელი სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა… – ვინ არის 94 წლის მასწავლებელი, რომელიც ახლა ქალაქს ასუფთავებს

94 წლის თინა გრიგალაშვილი, რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. 52 წელი სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. სიცოცხლით სავსე ქალბატონი ბოლო 20 წელია დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია და თავის ქალაქს ემსახურება.

 

„სიბერში წელში მოგხრის მოგნღუავს,

გაგიფერკმთალებს ხედვას და სმენას

კბილებსაც პირში არ დაგიტოვებს

გგონია ყველას მობეზრდი ყველას”- ამბობს ლექსს თინა მასწავლებელი

 

მისი სამუშაო დღე მზის ამოსვლამდე იწყება. შრომა მისი  ცხოვრების მთავარი სტიმულია.

 

„უდიდესი სიამოვნებაა, როცა შენი ნაშრომის ნაყოფი, შენს ქვეყანას და მიწას სამკაულად გამოადგება“ – ისხენებს  კონსტანტნე გამსახურდიას  სიტყვებს თინა ბებო.

18 წლის ქართელი ბიჭი ნიუ-იორკში  მოკლული იპოვეს - ის უგონო მდგომარეობაში ნახეს
2020-12-0718 წლის ქართელი ბიჭი ნიუ-იორკში მოკლული იპოვეს - ის უგონო მდგომარეობაში ნახეს

 

მის დილა დილის 5 საათზე იწყება. ამბობს, რომ დილით ღმერთი აღვიძებს. დილით როცა ჩიტების ჭიკჭიკი ესმის, მყუდროებას გრძნობს.

 

“მეც მოვდივარ ლაპარაკით ჩემთვის – ძინავს ქალაქს, ძინავს სოფელს ,ვერთობი, საკუთარ თავს ველაპარაკები , ვიგონებ წინაპრებს და ასე.“- ამბობს თინა მასწავლებელი

 

თავიდან  ბოგდანოვკაში გაუგზავნიათ სამუშაოდ,- “ამბობდნენ იქ მასწავლებელი უჭირთო, მიწურში ვცხოვრობდი.” ამის შემდგომ ბორჯომში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო,რომელიც მისი ყოფილი მოსწავლე აღმოჩნდა. ამბობს რომ არაფერს ნანობს და პირიქით  მადლობელია ღმერთის.

 

„ახლაც,არაფერს ვნანობ, ჩემი ცხოვრების ყევლა ნაბიჯზე ღმერთს მადლობას ვუხდი.“

 

„ასე მოხვდი ქალაქ რუსთავში, ბევრი წელი ვიმუშავე მოზრდილთა სკოლასში, დღესაც თინა მასწავლებელოო ასე მესალმებიან. მაინც მიხარია, რომ მასწავლებელი ვიყავი“

 

ქუჩაში მუშაობა არ ესირხცვილება და მიაჩნია რომ  შრომამ შექმნა ადამიანი.

 

ამბობს რომ უამრავი ტანსაცმელი აქვს , მაგრამ მოხუცს ტკბილი სიტყვა სჭირდება და არა ტანსაცმელი.

 

უყვარს, დავით კლდიაშვილის შემოქმედება, თავისი ირონიული ნაწარმოებებით, დიდი მესვეურები ილია, აკაკი ვაჟა.

 

„ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა შრომა ნუ დაეზარებათ,ქვეყანა უყვარდეთ უკიდურესად, მერე მშობლები და  წინაპრები. მთავარი არის სინდის-ნამუსი და სადაც  არ უნდა იყო  შენი შრომა გამოგაჩენს, აი როგორც მე. ვიტყვი ხოლმე კორონა მომკლავს  თუ ისე მოვკვდები დროა ჩემი უკვე, აწი რა მნიშვნელობა აქვს.  ჩვენი ცხოვრება არის გამოცდა და მზადება მარადიული ცხოვრებისთვის.“- ამბობს თინა მასწავლებელი

 

წყარო:იმედის დილა

 

 

ავტორი: Prime Time

X