12:39 | 2020-04-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

53 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს – ლევან რატიანი კორონავირუსით ინფიცირებულებზე

53 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს – ლევან რატიანი კორონავირუსით ინფიცირებულებზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულს 53 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს.

 

მისივე თქმით, 7 პაციენტი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. რომელთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული.

 

ამ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია თანმხლები სომატური პათოლოგიებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.

 

დანარჩენი პაციენტებიდან 53-ს აქვს დადასტურებული კოვიდინფიცირებული შემთხვევით განპირობებული მწვავე პნევმონია.

 

ამ პაციენტებთანაც მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს ასევე სამი მოზარდი.

 

მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ველოდებით პერიოდის გასვლას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოს მიხედვით, გადამოწმდება, გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ბოლო მონაცემებით : საქართველოში ახალი კორონავიურუსის შემთხვევები 399-მდე გაიზარდა.

 

    გამოჯანმრთელებულია 93 ადამიანი

 

    გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X