
13 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით 535 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 7. ამასთან, გამოჯანმრთელდა 757 პაციენტი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 304 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 2045.
ავტორი: Prime Time






















