10:18 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

„55-75 წლის ასაკში კოვიდ-19-ით სიკვდილობის რისკი 1 300 ჯერ მეტია, 75 წლიდან კი 3200 ჯერ იზრდება!“- კულუმბეგოვის გაფრთხილება

„55-75 წლის ასაკში კოვიდ-19-ით სიკვდილობის რისკი 1 300 ჯერ მეტია, 75 წლიდან კი 3200 ჯერ იზრდება!“- კულუმბეგოვის გაფრთხილება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ წერს, რომელსაც “პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ:

 

„ამ დრომდე, ქვეყანაში შემოვიდა 57 ათასი ადამიანისთვის საკმარისი ვაქცინა. დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 28 ათასამდე პირი ანუ გამოუყენებლია 29 ათასი ვაქცინის დოზა. ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინა ნებადართულია 55 წლის ასაკის ზემოთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

 

არსებული მონაცემებით საქართველოში >55 წელი 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის აცრა მხოლოდ 2.5%- მა გაიკეთა ეს კი ძალიან საშიში სტატისტიკაა! > 55-75 წლის ასაკში კოვიდ-19-ით სიკვდილობის რისკი 1 300 ჯერ მეტია 17 წლამდე ასაკის პოპულაციასთან შედარებით, >75 წლიდან კი 3200 ჯერ იზრდება, ხოლო >85 წლიდან 8700 ჯერ. ჩავიტაროთ ვაქცინაცია და გადავარჩინოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

შეგახსენებთ, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

ავტორი: Prime Time

X