15:03 | 2021-10-23 ავტორი: Prime Time

55 წლის დედის მკვლელობის შემდეგ შვილი პოლიციას ჩაბარდა – რა მოხდა ეღალეოში

55 წლის დედის მკვლელობის შემდეგ შვილი პოლიციას ჩაბარდა – რა მოხდა ეღალეოში

ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, ეღალეოში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა დაკავებულია. ის პოლიციას თავად ჩაბარდა – ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, მკვლელის ვინაობაზე სამართალდამცველები მოკლული ქალის მეორე შვილის ჩვენების საფუძველზე გავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, დედის მკვლელობაში ბრალდებულ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

„ირკვევა, რომ 20 წლის მამაკაცი ატიკის პოლიციის მთავარ განყოფილებაში საკუთარი ნებით მივიდა და დეტალურად აღწერა, რა მოხდა იმ დღეს, როცა საკუთარი დედა, 55 წლის ქალბატონი მოკლა.

 

როგორც უკვე ცნობილია, ქალი ხუთ შვილს მარტო ზრდიდა, მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა. ოჯახი უკიდურესად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

20 წლის ბიჭის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა ძმამ ოფიცრებს უთხრა, რომ ქალი სწორედ მან მოკლა და შემდეგ გაიქცა. არსებობს ცნობები იმის შესახებაც, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.” – წერს გამოცემა.

ავტორი: Prime Time

X