10:00 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

57 ინფიცირებული და 9 გამოჯანმრთელებული – საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

57 ინფიცირებული და 9 გამოჯანმრთელებული – საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

X