
გულდასაწყვეტია, თუმცა მესმის – ასე აფასებს კახი კალაძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ.
რაც შეეხება საერთაშორისო რეაქციებს, კალაძის თქმით, ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების ერთი ნაწილის მხრიდან ასეთი შეფასებები წარსულში გვსმენია, თუმცა თბილისის მერი ამაში საგნაგაშოს ვერაფერს ხედავს.
„ვერცერთ შეთანხმებაში ვერ მაჩვენებთ ვერცერთ მუხლს, სადაც ამ კრიმინალების შეწყალებაზეა საუბარი“, – აღნიშნა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, ოპონენტებს ჰქონდათ მცდელობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაეგდო.






















