18:42 | 2020-08-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

6 მილიონი ლარი ტყიბულის ცენტრალური საავტომობილო გზის რებილიტაციისთვის

6 მილიონი ლარი ტყიბულის ცენტრალური საავტომობილო გზის რებილიტაციისთვის

ტყიბულში, ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

 

ტყიბულში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცების დახმარება გრძელდება
2020-04-07ტყიბულში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცების დახმარება გრძელდება

 

რუსთაველი-გამსახურდიას ქუჩების საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისათვის 6 მილიონი ლარი იხარჯება.

 

გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ აღნიშნული გზის მონაკვეთს კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, რაც აისახა გზის არსებულ მდგომარეობაზე. საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბრის თვის ჩათვლით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ცენტრალურ საავტომობილო გზის 5 კმ-იან მონაკვეთს. სრულად შეიცვლება ასფალტო-ბეტონის საფარი, ბორდიურები, მთელ პერიმეტრზე კეთილმოეწყობა ტროტუარები, საყრდენი კედლები. მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და მოეწყობა თანამედროვე ტიპის მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები.

 

პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დინტეერესდა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ,,საქმილსადენმშენი“-ს  წარმომადგენლებს გაესაუბრა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X