
კონტრშეტევის დროს, აზერბაიჯანულმა არმიამ არაერთი ოკუპირებული სოფელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა ანარ აივაზოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ფიზული-ჯაბრაილის მიმართულებით 6 სოფელი გათავისუფლდა.
სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება 27 სექტემბერს გამთენიისას დაიწყო.
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ასევე, იხილეთ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების პირველი კადრები.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.























