
„6 პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 3 მართვით სუნთქვაზეა, 3 კი სპონტანურ სუნთქვაზე“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
„6 პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 3 მართვით სუნთქვაზეა, 3 კი სპონტანურ სუნთქვაზე. ველოდებით ლუგარის პასუხებს, ვინაიდან გასულია პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები.
რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, ყველა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. არც ერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება არ დასტურდება.
რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომაროება სტაბილურია. გვყავს ორი ბავშვი და მათი მდგომარეობაც სტაბილურია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.






















