12:26 | 2021-11-03 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

6 წლის ბავშვი მე-4 სართულიდან გადმოვარდა – გოგონას მდგომარეობა მძიმეა

6 წლის ბავშვი მე-4 სართულიდან გადმოვარდა – გოგონას მდგომარეობა მძიმეა

2 ნოემბერს თესალონიკში მომხდარმა შემთხვევამ ადგილობრივები შეძრა. 6 წლის გოგონა კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა და ქუჩაში მიმავალ ასაკოვან კაცს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

 

შემთხვევის შედეგად ბავშვმა დაზიანებები მიიღო. გოგონა ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ როცა შემთხვევა მოხდა, ბავშვის დედა მეორე შვილის ბაღიდან წამოსაყვანად იყო წასული.

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X