
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცის საქმეზე, რომელიც გურჯაანის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
დაზარალებული 6 წლის ბავშვის ჩვენება, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, წერია, რომ მამაკაცი ძალადობის გარდა, სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.
„ამიყვანა ხელში, წამიყვანა ოთახში. დამაწვინა ბიცოლას საწოლზე. ჩამიწია ტრუსი და შორტები. ამის შემდეგ თვითონაც გაიხადა და დამაწვა.
მითხრა, თუ დავიყვირებდი ან დედას ვეტყოდი, მომკლავდა. აგრძელებდა გარყვნილ ქმედებას. ამ დროს ოთახში შემოვიდა ჩემი ბიძაშვილი, რომ დაგვინახა, გაიქცა. მოძალადე მას გაეკიდა. მე ყველაფერი დედას მოვუყევი“, – წერია 6 წლის გოგოს ჩვენებაში.
ამ ჩვენების მიუხედავად, სასამართლომ 58 წლის მამაკაცი 13 მაისს უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა.
როგორც დაზარალებულის ადვოკატმა განაცხადა, საქმეში ორი არასრულწლოვანის ჩვენება დევს, რაც მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიჩნია.
დაცვის მხარის თქმით, გასაჩივრებას მას შემდეგ დაგეგმავენ, რაც მხარე დასაბუთებულ განჩინებას ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, ძალადობის ფაქტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურამ პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე მისი დაკითხვა ვერ მოახერხა და მამაკაცმა დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა.
საქმის განხილვა ვერც სასამართლომ დაასრულა და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დაზარალებული გოგონას ოჯახი საქმის ხელოვნურად გააჭიანურებასა და უსამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.























