01:10 | 2020-09-23 ავტორი: Prime Time

6 წლის ბიჭმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ბიჭმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ბიჭმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მას შემდეგ რაც ყაჩაღებმა დედა მოუკლეს და მამა დაჭრეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. შემთხვევა ინდიანას შტატში მოხდა.

 

17 სექტემბერს ბიზნესმენი ჯონათან ჰოხშტეტლერი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ინდიანაპოლისის მახლობლად მისი ავტომობილის საბურავმა დაიშვა.

 

როდესაც ჯონათანი და მისი ცოლი, 40 წლის უილმა ავტომობილს საბურავს უცვლიდნენ, 6 წლის ბრედონი კი მშობლებს ავტომობილში ელოდებოდა, მათ 2 შეიარაღებული კაცი დაესხა თავს და საფულეები წაართვა. ყაჩაღები ადგილიდან მიმალვას აპირებდნენ, შემდეგ კი მობრუნდნენ და ცოლ-ქმარს ესროლეს.

 

სროლის შედეგად უილმა ადგილზე დაიღუპა, ჯონათანი კი ყელის არეში დაიჭრა, ბრედონმა მანქანაში ნაპოვნი კიდევ ერთი ტელეფონიდან სასწრაფო გამოიძახა. ჯონათან ჰოხშტეტლერს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: Prime Time

X